"ღია თვითმმართველობა 3" – შეხვედრა კობა ნარჩემაშვილთან
საქართველოს პარლამენტის მე-9 მოწვევის მაჟორიტარი დეპუტატი – კობა ნარჩემაშვილი სტუმრად #RICDOG-ში. თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტის წევრი, პარლამენტარი კობა ნარჩემაშვილი პროგრამის "ღია თვითმმართველობა 3" მონაწილეებსა და RICDOG–ის წევრებს შეხვდა. შეხვედრის მიზანი იყო პროგრამის მონაწილეებს მიეღოთ მეტი ინფორმაცია მიმდინარე საკონსტიტუციო კომისიის მუშაობის თაობაზე და იმ ცვლიებებზე, რომელიც იგეგმება. შეხვედრის ფორმატი მოიცავდა მონოლოგსა და კითხვა–პასუხს. პარლამენტარი შეხვედრის განმავლობაში ასევე შეეხო თემებს: მაჟორიტარული საარჩევნო სისტემის გაუქმებას, პრეზიდენტის პირდაპირი წესით არჩევას, თვითმმართველობების გაძლიერებას, უშიშროების საბჭოს არსებობის საკითხს, იდეოლოგიების მნიშვნელობას და სხვა. შეხვედრის ბოლოს კობა ნარჩემაშვილმა დამსწრე აუდიტორიასთან გააჟღერა ინიციატივა: – მას შემდეგ, რაც საკონსტიტუციო კომისია დაასრულებს მუშაობას და ექნება საკონსტიტუციო ცვლილებების კანონპროექტი, კონსტიტუციის საყოველთაო საჯარო განხილვების ფარგლებში მოვა RICDOG პროგრამის მონაწილეებთან.
RIC DOG-ის სხვა ვიდეოები
02:30
Georgian For Foreigners - Lesson 18
02:00
ინსტრუქცია ჯომარდობაზე - RICDOG თავგადასავლების კლ...
04:55
ლევან ბერძენიშვილის შეხვედრა RICDOG წევრებთან
04:11
პროექტი PCPP დასრულდა
01:35
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი – ვორკშოფი სამოქალაქო...
15:28
სამოქალაქო ინოვაციების ჰაბი - პროექტი დასრულდა
02:20
Georgian For Foreigners - Lesson 20
03:07
სპს 2 დასრულდა