„თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს
საქალაქო სასამართლოში „თიბისი ბანკსა” და „მარტელო გრუპ ლიმიტედს” შორის დავა მიმდინარეობს. ეს ინფორმაცია „მოამბეს“ სასამართლოში დაუდასტურეს. მათი ცნობით, დავის საგანი საკრედიტო ურთიერთობებია, სამოქალაქო სარჩელი კი, მიმდინარე თვის დასაწყისში დარეგისტრირდა. გავრცელდა ინფორმაცია, რომ ამ სარჩელით, „თიბისი ბანკი” იმ სადავო 17 მილიონი დოლარის დაბრუნებას ითხოვს, რომელ ტრანზაქციაზეც გენერალურ პროკურატურაში გამოძიება მიმდინარეობს. „მარტელო გრუპ ლიმიტედიც” ამ საქმეში ფიგურირებს. დღეისთვის ის ითვლება სადავო 17 მილიონი დოლარის სესხის ვალდებულების შემსრულებლად „თიბისი ბანკში”, რომელიც პროკურატურის ინფორმაციით, 2008 წელს ბიზნესმენ ავთო წერეთლის კომპანიებზე გასესხდა. გამოძიების ინფორმაციით, იმავე დღეს თანხა ბანკის ხელმძღვანელების, მამუკა ხაზარაძისა და ბადრი ჯაფარიძის ანგარიშზე გადაირიცხა, საბოლოოდ კი, სესხი ჩამოიწერა და ყველა ვალდებულება ოფშორში დარეგისტრირებულ „მარტელო გრუპ ლიმიტედზე“ გადაფორმდა. ამ მოტივით, გამოძიება ფულის გათეთრების მუხლით არის დაწყებული. „თიბისი ბანკი“ ამ დროისთვის სასამართლოში შეტანილ სარჩელთან დაკავშირებით, კომენტარს არ აკეთებს. ბანკის სამეთვალყურეო საბჭოს ყოფილი თავმჯდომარის, მამუკა ხაზარაძის ადვოკატის განცხადებით კი, ეს სარჩელი მოწმობს, რომ გამოძიება ტყუის და 2008 წელს სესხის ჩამოწერა არ მომხდარა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო სავაჭრო პალატის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„თიბისი ბანკის“ საქმე - პრემიერის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველოს ბიზნესასოციაციის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ბიუროს სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
Visa უერთდება გრეის ჰოპერის დაჯილდოების პროგრამას საქართველო...
Visa CISSEE
კორონავირუსი 30-ზე მეტ ქვეყანაში გამოვლინდა - ვირუსის გავლენ...
პირველი არხი - ბიზნესპარტნიორი
არჩილ თალაკვაძე: ეროვნულ ბანკსა და თიბისი ბანკს შორის შეთანხ...
TV IMEDI