შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ევროკავშირის ელჩს შეხვდა

17.09.2019 00:15

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური საქართველოში ევროკავშირის წარმომადგენლობის ხელმძღვანელს - კარლ ჰარცელს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს საქართველოსა და ევროკავშირს შორის უვიზო მიმოსვლის განსაკუთრებულ მნიშვნელობას და განიხილეს უვიზო რეჟიმის ამოქმედების შემდგომ არსებული მიმდინარე საკითხები. ვახტანგ გომელაურმა კარლ ჰარცელთან შეხვედრის დროს ყურადღება გაამახვილა საოკუპაციო ხაზის მიმდებარე ტერიტორიაზე ევროკავშირის მონიტორინგის მისიის საქმიანობის განსაკუთრებულ როლზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროპელ პარტნიორებს რეგიონში მშვიდობის შენარჩუნებისთვის გაწეული საქმიანობისთვის მადლობა გადაუხადა. კარლ ჰარცელმა შეხვედრაზე ხაზი გაუსვა შინაგან საქმეთა სამინისტროსთან ევროკავშირის წარმატებულ თანამშრომლობას. ელჩმა ყურადღება გაამახვილა საქართველოსა და ევროკავშირს შორის უსაფრთხოების სექტორში ურთიერთობის გაღრმავების მნიშვნელობაზე. შინაგან საქმეთა მინისტრმა ევროკავშირის ელჩს უწყებაში მიმდინარე და დაგეგმილი პროექტები გააცნო. მხარეები საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შემდგომი გაძლიერების მიზნით აქტიური თანამშრომლობის გაგრძელებაზე შეთანხმდნენ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

მინისტრმა რიგაში მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში
02:03

მინისტრმა რიგაში მონაწილეობა მიიღო მინისტერიალში

Vakhtang Gomelauri

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა
00:36

ვახტანგ გომელაური ტოივო კლაარს შეხვდა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ვითარება საოკუპაციო ზოლთან უცვლელია
01:50

ვითარება საოკუპაციო ზოლთან უცვლელია

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა
04:34

ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა

Vakhtang Gomelauri

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდა

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური ირანის ელჩს შეხვდ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში საკარანტინო ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
03:53

შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში საკარანტინო ზონაში მიმდინ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ მინისტრთან ერთად 112-ის და 144 -ის ცენტრი დაათვალიერა
01:22

შინაგან საქმეთა მინისტრმა, პრემიერ მინისტრთან ერთად 112-ის დ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხვდა
00:17

შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური თურქეთის ელჩს შეხ...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

ყველა ვიდეო