შინაგან საქმეთა მინისტრი მარნეულში საკარანტინო ზონაში მიმდინარე სამუშაოებს გაეცნო
შინაგან საქმეთა მინისტრი ვახტანგ გომელაური მარნეულში, საკარანტინო ზონაში ჩავიდა და მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ახალი კორონავირუსის გავრცელების აღკვეთისა და პრევენციის მიზნით მიმდინარე სამუშაოებს ადგილზე გაეცნო. ვახტანგ გომელაურმა საკონტროლო გამშვები საგუშაგოები დაათვალიერა. საგუშაგოზე მყოფ შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლებს და თავდაცვის ძალების წარმომადგენლებს გაესაუბრა და გამშვებ პუნქტებზე არსებული ვითარებისა და მიმდინარე სამუშაოების შესახებ დეტალური ინფორმაცია მიიღო. ვახტანგ გომელაური, საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის დრონებით საკარანტინო პერიმეტრის კონტროლისა და მონიტორინგის პროცესს დაესწრო. მინისტრი ასევე იმყოფებოდა საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის მიერ მარნეულში მოწყობილ საველე ჰოსპიტალში, რომელიც 100 პაციენტზეა გათვლილი. ვახტანგ გომელაურმა საველე ჰოსპიტალში მიმდინარე სამუშაოების და ინფრასტრუქტურული მდგომარეობის შესახებ ინფორმაცია საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსისგან პირადად მოისმინა. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურთან კოორდინაციით, თავდაცვის ძალების წარმომადგენლებთან ერთად, საგუშაგოებს 24 საათის განმავლობაში აკონტროლებენ. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვითარება მარნეულში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შენი გულისთვის შენი უსაფრთხოებისთვის - მარნეული
Municipality of Marneuli
შინაგან საქმეთა მინისტრის მოადგილის - ნინო ცაციაშვილის ბრიფი...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების კამპანია – „შენი გულისთვის შენ...
Municipality of Marneuli
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შინაგან საქმეთა მინისტრი პარლამენტში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster