თავდასხმა „ქართული ოცნების“ ოფისთან - როგორია დაჭრილების მდგომარეობა

20.10.2017 02:35

შემთხვევა მარნეულში გვიან ღამით მოხდა. ყიზილაჯლოში „ქართული ოცნების“ მაჟორიტარობის კანდიდატს თანმხლებ პირებთან ერთად ცეცხლი გაუხსენეს. დაშავებულები ადგილობრივ კლინიკაში გადაიყვანეს. შემთხვევის ადგილზე გვიან ღამით შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა. გამოძიება 117-ე მუხლით დაიწყო, რაც ჯანმრთელობის განზრახ მძიმე დაზიანებას გულისხმობს. #მოამბის რეპორტაჟი.

გაზიარება: