საომარი მოქმედებები უკრაინაში


მარიუპოლი 24 საათში ოკუპანტებმა 22-ჯერ დაბომბეს, ომის დაწყებიდან კი ქალაქში 100-მდე ბომბი ჩამოაგდეს, რასაც 2 187 მოქალაქე ემსხვერპლა - ამის შესახებ საქალაქო საბჭო იუწყება. საკრებულოში აღნიშნავენ, რომ დამპყრობლები ცინიკურად და მიზანმიმართულად უტევენ საცხოვრებელ შენობებს, ხალხმრავალ ადგილებს, ანგრევენ ბავშვთა საავადმყოფოებს და მთლიანად ანადგურებენ ქალაქის ინფრასტრუქტურას. „სწორედ ციდან ემუქრება უდიდესი საფრთხე მარიუპოლის 400 000 მცხოვრებს, რომლებიც ახლა ქალაქში არიან ბლოკირებული. ამიტომ, ნატო-ს მხრიდან უკრაინის თავზე ცის დახურვა ან საჰაერო თავდაცვის აუცილებელი სისტემებით უზრუნველყოფა, არის გამოსავალი, რომელსაც შეუძლია ასობით ათასი უდანაშაულო ადამიანის სიცოცხლის გადარჩენა მთელ უკრაინაში“, – აღნიშნავენ მარიუპოლის საქალაქო საბჭოში.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან