შვედეთი-საქართველო პირველ არხზე


დღეს, 25 მარტს, საქართველოს ეროვნული ნაკრები 2022 წლის მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპის პირველ შეხვედრას გამართავს – ვილი სანიოლის გუნდი შვედეთს დაუპირისპირდება.

ნაკრებმა  „სოლნა ფრენდს არენაზე“მატჩისწინა ბოლო ვარჯიში გამართა. საწვრთნელი პროცესი ერთი საათი გაგრძელდა და მასში 24 ფეხბურთელი მონაწილეობდა. სტოკჰოლმში მყოფი ყველა ფეხბურთელი ჯანმრთელადაა და უახლოესი შეხვედრისთვის სრული დატვირთვით ემზადება. აღსანიშნავია, რომ ხუთწლიანი პაუზის შემდეგ, შვედეთის ეროვნულ გუნდში ზლატან იბრაჰიმოვიჩი ითამაშებს – სკანდინავიელების 39 წლის ლეგენდარული თავდამსხმელის ანგარიშზე, შვედეთის ნაკრებში ჩატარებული 116 მატჩი და 62 გოლია. შეხვედრა თბილისის დროით 23:45 საათზე დაიწყება. მატჩის პირდაპირ რეპორტაჟს საქართველოს პირველი არხი და საქართველოს რადიო FM102 და 3 შემოგთავაზებთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/\r
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY\r
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  \r
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.\r
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.\r
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,\r
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან