საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 55 წლის გახდა
საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ დღეს 55 წლის გახდა - საქართველოს ტელევიზიის საინფორმაციო სამსახური ამ სახელწოდებით 1968 წლის 4 იანვარს ჩამოყალიბდა. სახელის იდეა თამაზ ხომერიკს ეკუთვნის, რომელიც ინფორმაციის მთავარ რედაქციას ხელმძღვანელობდა. მანამდე პირველ საინფორმაციო გამოშვებას, რომელიც ეთერში 1958 წელს გავიდა, უკანასკნელი ცნობები ერქვა. „მოამბემ" ყოველდღიური მაუწყებლობა ტელევიზიის შექმნიდან ათი წლის შემდეგ დაიწყო. წლებთან ერთად იცვლებოდნენ დიქტორები და წამყვანები. „მოამბე“ წლების განმავლობაში ქვეყანაში ინფორმაციის ერთადერთ წყაროდ რჩებოდა. ჩვენს არქივში დაცულ უნიკალურ კადრებს შორისაა „მოამბის“ ოპერატორების მიერ გადაღებული ეროვნული მოძრაობის, დამოუკიდებლობის პირველი წლების, აფხაზეთის ომისა და უახლესი ისტორიის სხვა მნიშვნელოვანი მოვლენები. დღეს საინფორმაციო გადაცემა პირდაპირ ეთერში თანამედროვე სტუდიიდან გადის. საინფორმაციო სამსახური ინფორმაციის გადაცემას რამდენიმე პლატფორმაზე ახორციელებს - ტელევიზიით, რადიოთი და ვებგვერდზე. საზოგადოებრივი მაუწყებლის მედიაპროდუქცია ითარგმნება ეთნიკური უმცირესობების ენებზე. „მოამბის“ ყველა თაობას გილოცავთ 55 წლის იუბილეს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
„მოამბე“ იუბილარია - 52 წელი თქვენს სამსახურში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 51 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბის“ დაბადების დღე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
„მოამბე“ 51 წლისაა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საქართველო. 1998 წელი. საინფორმაციო პროგრამა "მოამბე". პირვე...
misha robaqidze
ჯულიეტა ვაშაყმაძის გახსენება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნუგზარ ჯუღელი გარდაიცვალა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ვარსკვლავის გახსნა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster