ვარსკვლავის გახსნა
მთაწმინდის პარკში, ტელეანძის მიმდებარედ პირველი ტელევიზიის სამი ტელესახის, ირინა მათიაშვილის, თინა მგალობლიშვილისა და ირმა გურიელის ვარსკვლავები გაიხსნა. ირინა მათიაშვილმა საქართველოს რადიოში 1964 წელს დაიწყო მუშაობა, ტელევიზიაში კი 30 წელზე მეტი გაატარა. წლების განმავლობაში მიჰყავდა საინფორმაციო გადაცემა „მოამბე“, იყო არაერთი გადაცემის ავტორი და წამყვანი. დაჯილდოებულია ღირსების ორდენით. თინა მგალობლიშვილი საქართველოს რადიოში კონკურსის შედეგად მოხვდა, ტელევიზიაში პირველად ქართული ხალხური პოეზიის შესახებ წაიყვანა გადაცემა, შემდგომ წლებში კი ლიტერატურული გადაცემები და საინფორმაციო პროგრამა „მოამბე“ მიჰყავდა. გარდა ამისა, მას 600-მდე კინოგმირი ჰყავს გახმოვანებული, მათ შორის მარიტა კინოფილმში „ნატვრის ხე“. სწორედ ამიტომ თინა მგალობლიშვილს ხშირად მოიხსენიებენ სამი მიკროფონის დედოფლად. ირმა გურიელს საქართველოს ხელოვნების დამსახურებული მოღვაწის წოდება აქვს მინიჭებული. ის საქართველოს ტელევიზიაში ოთხი ათეული წელი მუშაობდა. საქართველოს პირველი არხის ოქროს ფონდში დაცულია ტელერადიო სპექტაკლებში მის მიერ განსახიერებული 50-მდე როლი და 60-მდე სიმღერა, რომლის ტექსტების ავტორიც თავად არის. წელს საქართველოს ტელევიზიას 65 წელი უსრულდება, შესაბამისად, აღნიშნული სამი ვარსკვლავის გახსნას სიმბოლური დატვირთვა აქვს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვარსკვლავის გახსნა
culturegovge culturegovge
ვარსკვლავის გახსნა
გიორგი რუხაძე 568228808
ვარსკვლავის გახსნა
Tea Gamezardashvili
ვარსკვლავის გახსნა ზალიკოს ცენტრში
Zaliko's Center
ვარსკვლავის გახსნა და საპატიო ბათუმელების დაჯილდოვება
Ajara TV
ვარსკვლავის გახსნა ხაშურში 27.06.2016
Tv Dia
ვარსკვლავის გახსნა ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი" 3
zura inasaridze
ვარსკვლავის გახსნა ფოლკლორული ანსამბლი ,,მესხეთი" 2
zura inasaridze