მოსწავლე ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 80 წლისაა

16.04.2021 04:40

ადგილი, სადაც უამრავი ნიჭიერი თაობა აღიზარდა, ისტორიულ თარიღს აღნიშნავს. მოსწავლე-ახალგაზრდობის ეროვნული სასახლე 80 წლისაა. დედაქალაქის ცენტრში, ისტორიულ შენობაში განთავსებული კულტურულ-საგანმანათლებლო სივრცის პოპულარობა წლებთან ერთად სულ უფრო იზრდება. მატულობს დაინტერესება რეგიონებიდანაც. ოთხმოც წლიანი ისტორიის მქონე ეროვნულ სასახლეში კოვიდ-რეგულაციების გამო იუბილესადმი მიძღვნილი ღონისძიებები მასშტაბურად აღარ აღინიშნება. თუმცა, თარიღთან დაკავშირებით სასახლესა და საქართველოს პირველ არხს შორის თანამშრომლობა შედგა, რომლის შედეგსაც მაყურებელი ჩვენს ეთერში 2 მაისს იხილავს.  ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: