შეხვედრა მხატვარ გია ბუღაძესთან. Radio Melomen

09/19/2016

2016 წლის 6 - 27 სექტემბრამდე საქართველოს ეროვნული მუზეუმის დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში გაიმართა გია ბუღაძის პერსონალური გამოფენა ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”.
პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” ეყრდნობა 41-ე ფსალმუნის მე-7 მუხლის ერთ მნიშვნელოვან ფრაზას და გადმოგვცემს იმ დრამატიზმს, რომელიც შინაგანი და გარეგანი სამყაროს დაპირისპირებაში მდგომარეობს.

გამოფენაზე წარმოდგენილი იყო სხვადასხვა თემაზე შექმნილი ოთხი მხატვრული ციკლი: ,,ბიბლიოგრამა”, ,,თვლა”, ,,ანაბეჭდები” და საკუთრივ ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის”. ექსპოზიცია ასევე მოიცავს ინსტალაციას, რომლის ძირითადი კონცეფციაა წინააღმდეგობები – სიმპათიისა და ანტიპათიის, მიზიდვისა და განზიდვის, კითხვისა და პასუხის თემა. გამოფენა აერთიანებს სხვადასხვა მედიაში შესრულებულ კომპოზიციებს, რომლებშიც ხშირია სტილური პარალელები და ალეგორიულ-მეტაფორული ასოციაციები. არტისტი მიმართავს ციკლურობის, დისტანცირების, თემატური განშლისა და განზოგადების მეთოდებს, ბიოტექნოლოგიური ინსტალაციის ხერხებს.

პროექტი ,,უფსკრული უფსკრულს გასძახის” გაგრძელებაა პროექტისა ”VICTIMA I”, “VICTIMA II“, რომელიც დიმიტრი შევარდნაძის სახელობის ეროვნულ გალერეაში 2014 წელს იყო წარმოდგენილი.
.მოუსმინეთ საუკეთესო აზრებს და საუკეთესო მუსიკას 24 საათის განმავლობაში სამხატვრო აკადემიის რადიო მელომანზე...სტრიმიდან : http://it-solutions.ge/radio/station/... ან სამხატვრო აკადემიის ვებ-გვერდიდან : http://www.proglonet.com/radio/index.htm

ვიდეოები „რადიო მელომანი"-ისგან