ბორჯომში საჯომარდო სეზონი გაიხსნა. სამთვიანი პაუზის შემდეგ, პირველად მდინარეზე დაშვება შეძლეს იმ პროფესიის ადამიანებმა, რომლებსაც კორონავირუსის პანდემიის დროს მუშაობა არ შეუწყვეტიათ. „ჯომარდობა ბორჯომში“ კომპანიის ინიციატივა იყო სტრესული გარემო შეცვლილიყო აზარტით და დადებითი ემოციებით. მდინარე მტკვარზე იჯომარდეს ექიმების, ჟურნალისტების და თვითმმართველობის წარმომადგენლებით დაკომპლექტებულმა გუნდებმა. კომპანიამ ისინი ბოლოს მადლიერების სიგელებით დააჯილდოვა.
#კორპორაციულისოციალურიპასუხისმგებლობა
#CSR
#პატარაკომპანიისდიდიპასუხისმგებლობა
#კორპორაციულისოციალურიპასუხისმგებლობა
#CSR
#პატარაკომპანიისდიდიპასუხისმგებლობა