სალომე ზურაბიშვილი ბაღდათში ამომრჩევლებს შეხვდა


პრეზიდენტობის დამოუკიდებელი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი, წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, ამომრჩევლებს დღეს ბაღდათში შეხვდა.

შეხვედრა კულტურის სახლში გაიმართა, სადაც სალომე ზურაბიშვილმა პრეზიდენტად არჩევის შემთხვევაში, საკუთარ გეგმებზე ისაუბრა.

„ვიზრდებოდი გარემოში, სადაც ყველას სწამდა, რომ საქართველო კვლავ იქნებოდა დამოუკიდებელი. ამან ჩემში დიდი ვალი დატოვა, რომ ისევ შევძლო, ქვეყანას რამე ჩემი მივუტანო. რთულია პატარა ქვეყანამ გლობალურ სამყაროში თავისი ადგილი დაიმკვიდროს. გადავრჩებით, როცა გვეცოდინება, სად არის ჩვენი ადგილი. ამისთვის უნდა ვიცოდეთ, ვინ ვართ და საით მივდივართ“, – განაცხადა პრეზიდენტობის კანდიდატმა.

სალომე ზურაბიშვილმა დემოგრაფიულ პრობლემებზეც გაამახვილა ყურადღება, ასევე, აღნიშნა, რომ ახალგაზრდებს დასაქმების შესაძლებლობა უნდა მიეცეთ და პერსპექტივა ჰქონდეთ.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne...
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან