საქველმოქმედო კონცერტი „სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერად

26.12.2015 01:42

25 დეკემბერს, ჯანსუღ კახიძის სახელობის თბილისის მუსიკალურ-კულტურულ ცენტრში გაიმართა „საქართველოს სოლიდარობის ფონდის“ მხარდასაჭერი წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი. ღონისძიებას საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრის მოვალეობის შემსრულებელი მიხეილ გიორგაძე და თბილისის მერი დავით ნარმანია დაესწრნენ. ტრადიციული წინასაახალწლო საქველმოქმედო კონცერტი, საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და თბილისის მერიის მხარდაჭერით გაიმართა. კონცერტიდან შემოსული თანხა სრულად გადაირიცხება „სოლიდარობის ფონდში“ და მოხმარდება 22 წლამდე ასაკის ონკოლოგიური დაავადებების მქონე ახალგაზრდების მკურნალობას. საქველმოქმედო კონცერტში მონაწილეობდნენ - თბილისის სიმფონიური ორკესტრი, საქართველოს სახელმწიფო საგუნდო კაპელა, სოლისტები ალექსანდრე ვასაძე (ორგანი), სალომე ჯიქია (სოპრანო), ნანა ძიძიგური (მეცო-სოპრანო), დირიჟორი - ვახტანგ კახიძე. საახალწლო კონცერტზე შესრულდა ბახის ნაწარმოებები. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge    / culturegovge   http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო