რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს

26.03.2023 00:34

რუსეთი ბელარუსში ტაქტიკურ ბირთვულ შეიარაღებას განათავსებს და მისი საცავი პირველი ივლისისთვის მზად იქნება, – ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტმა განაცხადა. რუსეთი ასევე ზრდის შეიარაღების წარმოებასაც. ვლადიმერ პუტინის თქმით, ბელარუსში ბირთვული შეიარაღების განთავსება სტრატეგიული შეიარაღების შემცირების ახალ ხელშეკრულებას არ დაარღვევს. ამასთან, პუტინმა თქვა ისიც, რომ დასავლეთი უკრაინისთვის ისეთი რაოდენობის შეიარაღების გადაცემას ვერ შეძლებს, რაც რუსეთის ფრონტის ხაზზე დასამარცხებლად იქნება საჭირო. საუბრისას რუსეთის პრეზიდენტმა გაზსადენ „ჩრდილოეთ ნაკადი 2“-ის აფეთქებაში ამერიკული სპეცსამსახურებიც დაადანაშაულა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: