პარლამენტში საქართველო-ბრიტანეთს შორის დადებულ ხელშეკრულებაზე იმსჯელეს

28.10.2019 00:59

საქართველოსა და დიდ ბრიტანეთს შორის გაფორმებული სტრატეგიული პარტნიორობისა და თანამშრომლობის შეთანხმების რატიფიკაცია მიმდინარე კვირაში იგეგმება. დოკუმენტის განხილვა საქართველოს პარლამენტში უკვე მიმდინარეობს. შეთანხმებაზე დღეს თავდაცვისა და უშიშროების კომიტეტზე იმსჯელეს. ქვეყნებს შორის შეთანხმებას ხელი 21 ოქტომბერს ლონდონში მოეწერა. შეთანხმება ბრექსიტის შემდეგ დიდ ბრიტანეთთან ორმხრივ ურთიერთობაში საქართველოსა და ევროკავშირს შორის არსებულ ასოცირების შეთანხმებას ჩაანაცვლებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: