უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ვერსიები
17 აპრილს, ეროვნულ ბიბლიოთეკაში, დიასპორის საკითხებში საქართველოს სახელმწიფო მინისტრის აპარატმა საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროსა და პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკას, უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალურ ვერსიები გადასცა, რომელიც ბრიტანეთის ეროვნული ბიბლიოთეკიდან იქნა ჩამოტანილი. გადმოცემულ ხელნაწერებს შორის არის ქართულ-ებრაული პალიმფსესტი, რომელიც სავარაუდოდ ოქსფორდის ბოდლეს ბიბლიოთეკასა და კემბრიჯის ბიბლიოთეკებში დაცული ქართულ-ებრაული პალიმფსესტის ნაწილს უნდა წარმოადგენდეს. ასევე მნიშვნელოვანია ჯვრის მონასტრის აღმშენებლის პროხორეს დაკვეთით, იოანე შავის მიერ გადაწერილი მამათა დიდი წიგნი, რომელიც ჰაგიოგრაფიული თხზულებების ქართულ თარგმანებს შეიცავს, მათ შორის ანტონი დიდის, სვიმეონ სალოსისა და სხვათა ცხოვრებებს. ამ ხელნაწერების დიგიტალურ ვერსიას, პირველად იხილავს ფართო საზოგადოება, ვიდეო პრეზენტაციის სახით, რაც ქართველ მეცნიერებს სამეცნიერო კვლევების გაღრმავების საშუალებას მისცემს. ღონისძიებას დაესწრნენ საქართველოს კულტურისა და ძეგლთა დაცვის მინისტრი გურამ ოდიშარია, დიასპორის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი კონსტანტინე სურგულაძე და საქართელოს პარლამენტის ეროვნული ბიბლიოთეკის დირექტორი გიორგი კეკელიძე. უნიკალური ხელნაწერების უძველესი ქართული ხელნაწერების დიგიტალური ვერსიების დასამზადებლად მუშაობა 2010 წელს დაიწყო. http://www.culture.gov.ge/ http://www.facebook.com/culturegovge http://twitter.com/#!/CULTUREgovge / culturegovge http://www.flickr.com/photos/cultureg... http://www.myvideo.ge/?user_id=855045
მსგავსი ვიდეოები
უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ვერსიები
culturegovge culturegovge
უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლები
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
უძველესი ქართული ხელნაწერების ციფრული ასლების გადმოცემის ცერ...
ხელნაწერთა ეროვნული ცენტრი
მიხეილ თარხნიშვილის საარქივო მასალები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#ახალიდღე ქართული ხელნაწერების სამგანზომილებიანი ინსტალაცია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უძველესი ქართული ცივილიზაცია
Georgian Anciency
ქართული საგანძური
TV IMEDI
ანბანი როგორც ისტორია
პირველი არხი Georgian Public Broadcaster