საომარი ვითარება ისრაელში - ბოლო ინფორმაცია ადგილიდან
10/16/2023
ისრაელსა და ღაზის სექტორში ვითარება კვლავ დაძაბული რჩება. ცოტა ხნის წინ სააგენტო „როიტერმა“ გაავრცელა ცნობა, რომ ისრაელი ღაზის სამხრეთ ნაწილში ცეცხლის დროებით შეწყვეტას დათანხმდა, რათა გახსნილიყო ეგვიპტისა და ღაზის სასაზღვრო გამშვები პუნქტი და სექტორში ჰუმანიტარული დახმარება შესულიყო. თუმცა, ისრაელის პრემიერ-მინისტრმა მსგავსი შეთანხმება უარყო.
დღეს დილიდან ისრაელის სამხრეთში კვლავ ისმოდა საჰაერო თავდასხმის მანიშნებელი სიგნალი. თავის მხრივ, ისრაელის თავდაცვის ძალები აგრძელებენ ღაზის სექტორზე საავიაციო და სარაკეტო იერიშებს. ღამის განმავლობაში რთული ვითარება იყო ქალაქ ღაზაში, სადაც რაკეტები საავადმყოფოსთან ახლოს ჩამოვარდა. ისრაელში ამბობენ, რომ მათი მიზანი მოძრაობა „ჰამასის“ განადგურებაა და ისრაელის არმია მზადაა სახმელეთო ოპერაციის ჩასატარებლად. ღაზის სიახლოვეს მობილიზებულია ისრაელის ჯარი.
დაძაბულობაა ისრაელის ჩრდილოეთ ნაწილში. ლიბანის საზღვართან, სადაც ასევე მობილიზებული არიან ისრაელის საჯარისო ნაწილები. ვრცელდება ინფორმაცია, რომ ისრაელის არმიამ იერიში მიიტანა ლიბანში, მოძრაობა „ჰეზბოლას“ პოზიციებზეც. ღაზის სექტორში კი ჰუმანიტარული მდგომარეობა უკიდურესად მძიმეა. ათასობით ადამიანი წყლისა და საკვების დეფიციტს განიცდის. მათ არ მიეწოდება ელექტროენერგია, იწურება საწვავის მარაგიც. ისრაელის მოწოდების შემდეგ, მშვიდობიანი მოსახლეობის ნაწილი ღაზის სამხრეთ ნაწილში გადავიდა. ისრაელის თავდაცვის ძალების ცნობით, საუბარია 500 000 ადამიანზე. ღაზის ამ ნაწილში ისრაელმა წყლის მიწოდება გუშინ აღადგინა. ამასთან, ჯერ კვლავ უცნობია, გაიხსნება თუ არა ეგვიპტის და ღაზის სასაზღვრო გამშვები პუნქტი, სადაც ასევე იმყოფებიან მოქალაქეები, რომელთაც ღაზის სექტორის დატოვება სურთ.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.