სასამართლო სისტემა საქართველოში - პოლიტიკური შეფასებები


დღის წესრიგში რჩება მართლმსაჯულების სისტემაში გასატარებელი რეფორმის მოთხოვნა, რომელიც ოპოზიციასა და არასამთავრობო სექტორს ეკუთვნის. გარდა პოლიტიკური განცხადებებისა, დედაქალაქის ქუჩებში ამ საკითხთან დაკავშირებით წარწერები გამოჩნდა, რამაც თემა კიდევ უფრო გააქტიურა. ე.წ ვეტინგის, იგივე უცხოელი ექსპერტების მიერ მოსამართლეთა კეთილსინდისიერებისა და ქონების შემოწმების სისტემის შეთავაზება ოპოზიციის ნაწილის აზრით, ევროკავშირის ცხრა პრიორიტეტის სრულყოფილად შესრულებისთვის აუცილებელია, მეორე ნაწილი კი აღნიშნულ ინიციატივას არ ემხრობა.

აღნიშნულს საპარლამენტო უმრავლესობა, სასამართლოს დისკრედიტაციის კამპანიად აფასებს და განმარტავს, რომ ოპოზიციის ქმედებები პოლიტიკური გავლენების მოპოვების მცდელობაა სასამართლოზე.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან