რუსეთის საომარი მოქმედებები უკრაინაში


საჰაერო თავდასხმები უკრაინაზე არ წყდება - იზრდება გარდაცვლილთა და დაღუპულთა რიცხვი. საარტილერიო იერიში განხორციელდა ზაპოროჟიეზე. დაიღუპა ერთი და დაშავდა სამი პირი. დაზიანებულია სავაჭრო ცენტრი და 60-ზე მეტი საცხოვრებელი სახლი. უკრაინული მხარის განცხადებით, რუსები 5 საათის განმავლობაში, შეუწყვეტლივ ბომბავდნენ ხარკოვის რაიონს. გარდაცვლილია ერთი ადამიანი.

სარაკეტო და საარტილერიო დარტყმები გრძელდება დონბასის რეგიონშიც. გასულ ღამეს რეგიონის დაბომბვის შედეგად განადგურებულია 45 სამოქალაქო ობიექტი, მათ შორის საცხოვრებელი სახლები, საავადმყოფო და რკინიგზის სადგური. სევეროდონეცკში საარტილერიო დაბომბვების შედეგად ექვსი ადამიანი დაიღუპა და რვა დაშავდა.

პარალელურად, რუსული ძალები უკრაინა-რუსეთის საზღვრის გაძლიერებას ცდილობენ. ხარკოვის მიმართულებით მტრის ძირითადი ძალისხმევა ოკუპირებული პოზიციების შენარჩუნებაზეა ორიენტირებული. უკრაინის გენერალური პროკურატურის განცხადებით, 24 თებერვლიდან მოყოლებული, რუსეთის აგრესიის შედეგად უკრაინაში 238 ბავშვი დაიღუპა და 433 დაშავდა.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge  
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან