საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
აშშ-ში საპრეზიდენტო არჩევნების დაძაბულობა იზრდება. როგორც „ბიბისი“ იუწყება, ახლა დიდი ყურადღება ექცევა ნევადის შტატს, სადაც ბრძოლა ჯო ბაიდენსა და დონალდ ტრამპს შორის თითქმის თანაბარი კონკურენციის პირობებში მიმდინარეობს. შტატის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა განაცხადეს, რომ ხმების დათვლის პასუხი ხუთშაბათს, ადგილობრივი დროით 09:00 საათზე გამოქვეყნდება. ბოლო წლებში საბრძოლო შტატმა ხმა მისცა დემოკრატებს, მაგრამ 2000 და 2004 წლებში მხარს უჭერდა რესპუბლიკელ ჯორჯ ბუშს. ნევადაში დათვლილია ბიულეტენების 85 პროცენტი, სადაც ბაიდენს მეტოქეზე 7 467 ხმით მეტი აქვს და ლიდერობს. დონალდ ტრამპის საარჩევნო გუნდმა ჯორჯიის შტატის ნაწილში ხმების დათვლის შესაჩერებლად, სარჩელი წარადგინა. ჯორჯია მნიშვნელოვანი საბრძოლო შტატია, სადაც ჯერჯერობით არცერთი კანდიდატის გამარჯვება არ არის გამოცხადებული. სარჩელში ნათქვამია, რომ რესპუბლიკელმა დამკვირვებელმა დაინახა, რომ ჩეთემის ოლქში ერთ-ერთმა საარჩევნო მუშაკმა დროულად მისულ ბიულეტენებს დაამატა 53 დაგვიანებული საფოსტო ბიულეტენი. ჯორჯიის შტატში ბიულეტენები უნდა იქნას მიღებული არჩევნების დღეს, 19:00 საათამდე. ეს მეოთხე საკვანძო შტატია, სადაც მოქმედმა პრეზიდენტმა იურიდიული დავა დაიწყო. ტრამპის საარჩევნო გუნდი ცდილობს, შეაჩეროს ხმის დათვლა იმ ადგილებში, სადაც დარწმუნებულია, რომ „ბიულეტენებთან დაკავშირებით თაღლითურად იქცევიან“. ტრამპის საარჩევნო გუნდმა მანამდე მსგავსი გადაწყვეტილება მიიღო მიჩიგანში, პენსილვანიასა და უისკონსინში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
Formula News