საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
დონალდ ტრამპი თუ ჯო ბაიდენი - აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნების გამარჯვებულის ვინაობა ცოტა ხანში გაირკვევა. არსებული მონაცემებით, „დემოკრატიული პარტიის“კანდიდატს, ჯო ბაიდენს ამორჩეველთა კოლეგიის მეტი ხმა აქვს, ვიდრე მოქმედ პრეზიდენტს. 41 შტატის პირველადი მონაცემებით, ჯო ბაიდენმა საარჩევნო კოლეგიის 238 ხმა მოიპოვა, დონალდ ტრამპი კი - 213 ხმას ფლობს. უისკონსინის შტატში დემოკრატი კანდიდატი ჯო ბაიდენი ლიდერობს. უისკონსინი საარჩევნო კოლეგიაში 10 ხმით არის წარმოდგენილი და ერთ-ერთ საკვანძო შტატად მოიაზრებოდა, სადაც ამ დრომდე მოქმედი პრეზიდენტი, დონალდ ტრამპი ლიდერობდა. ნევადას შტატში ხმების დათვლის პროცესი 5 ნოემბრამდე უკვე შეწყდა. წინასწარი მონაცემებით, დათვლილია ხმების 67 პროცენტი და ამ ეტაპზე მცირე უპირატესობით ლიდერობს ჯო ბაიდენი. არჩევნებში გამარჯვებისთვის საჭიროა, რომ კანდიდატმა კოლეგიის სულ მცირე 270 წევრის ხმა მოიპოვოს. საპრეზიდენტო არჩევნებში კანდიდატების გამარჯვებას ე.წ. გადაუწყვეტელ შტატებში ჩატარებული არჩევნების შედეგები გადაწყვეტს. აღნიშნულ შტატებს შორის არის: ჯორჯია, პენსილვანია, მიჩიგანი და ჩრდილოეთ კაროლინა, სადაც წინასწარი შედეგებით, დონალდ ტრამპი ლიდერობს. თუ ამ შტატებში ტრამპი გაიმარჯვებს, ის პრეზიდენტის თანამდებობას მეორე ვადით დაიკავებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში
Formula News