საპრეზიდენტო არჩევნები აშშ-ში

03.11.2020 05:35

მოქმედი პრეზიდენტი დონალდ ტრამპი თუ ყოფილი ვიცე-პრეზიდენტი ჯო ბაიდენი - აშშ დღეს ახალ პრეზიდენტს ირჩევს.

ხვალ წინასწარი მონაცემები უკვე გვეცოდინება. კოვიდ-პანდემიის გამო ათეულობით მილიონმა ადამიანმა არჩევანი ფოსტის საშუალებით გააკეთა, თითქმის 100-მა მილიონმა მოქალაქემ კი ხმის წინასწარ მიცემის უფლებით ისარგებლა. სოციოლოგიურ გამოკითხვებში მცირედი სხვაობით ბაიდენი ლიდერობს. თუმცა მომდევნო ოთხი წლის ვადით ქვეყნის სათავეში იქნება ის, ვისაც ამომრჩეველთა 538-წევრიანი კოლეგიის მინიმუმ 270 ხმა ექნება. ახლა მთავარია ე.წ. გადაუწყვეტელი შტატები, რომლებმაც დიდწილად არჩევნების საბოლოო შედეგები უნდა განსაზღვროს. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Paliani