უკრაინის საგარეო უწყების განცხადება
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრო მკაცრად გმობს საოკუპაციო ხაზთან საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის დაჭრასა და უკანონოდ დაკავებას. ამის შესახებ ნათქვამია საგარეო უწყების ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნებულ განცხადებაში. „რუსული საოკუპაციო რეჟიმის ასეთი პროვოკაციული ქმედებები რუსეთის ფედერაციის მიერ 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმების უხეშ დარღვევას წარმოადგენს და მიმართულია რეგიონში ვითარების დესტაბილიზაციისკენ. რუსეთი დაკავების, გატაცების, წამებისა და მკვლელობის პრაქტიკის რეალიზებით განაგრძობს საერთაშორისო ჰუმანიტარული ნორმების სისტემურად და უპრეცედენტოდ დარღვევას. უკრაინა კვლავაც ადასტურებს საქართველოს სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის მხარდაჭერას მის საერთაშორისოდ აღიარებულ საზღვრებში და მოითხოვს, რუსეთის ფედერაციამ დაუყოვნებლივ შეწყვიტოს დესტაბილიზაციური ქმედებები საქართველოს მშვიდობიანი მოსახლეობის წინააღმდეგ, დაბრკოლებების გარეშე უზრუნველყოს უფლებადამცველი და მონიტორინგის ორგანიზაციების წვდომა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე – გაათავისუფლოს და დააბრუნოს დაკავებული და დაჭრილი საქართველოს მოქალაქე“, – წერია განცხადებაში. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დმიტრო კულებას განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო უწყების გაფრთხილება სააკაშვილს
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
დიდი შვიდეულის საგარეო საქმეთა მინისტრები უკრაინის საკითხზე...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ომის 36-ე დღე უკრაინაში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა უკრაინის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster