შეხვედრა უკრაინის ელჩთან
უკრაინის ოფიციალური პირის და საქართველოს ექს-პრეზიდენტის განცხადებები იყო ერთ-ერთი საკითხი, რომელზეც თბილისში საგარეო უწყებაში უკრაინის ელჩთან შეხვედრაზე ისაუბრეს. აუდიენციისას ხაზგასმით აღინიშნა, რომ საქართველოს ხელისუფლების მისამართით გაკეთებული დესტრუქციული განცხადებები ზიანს აყენებს ორი ქვეყნის სტრატეგიულ ურთიერთობას და მეგობრობას. ქართულმა მხარემ იმედი გამოთქვა, რომ უკრაინა სათანადო შეფასებას მისცემს აღნიშნულ ფაქტს და ორივე მხარე მიმართავს ძალისხმევას ურთიერთობების შემდგომი განვითარებისკენ. უკრაინის ელჩის განცხადებით, იგი ოფიციალური თბილისის პოზიციას კიევს გადასცემს. აღსანიშნავია, რომ მიხეილ სააკაშვილის მხრიდან გაკეთებულ განცხადებასთან დაკავშირებით, ასევე შედგა საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის კომუნიკაცია უკრაინელ კოლეგასთან, რა დროსაც უკრაინის საგარეო უწყების ხელმძღვანელმა გამოთქვა წუხილი მომხდარის გამო და ვითარების გარკვევას დაპირდა. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
შეხვედრა უკრაინის ელჩთან
Kartlosi NGO
შეხვედრა უკრაინის საელჩოში
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეხვედრა საქართველოში უკრაინის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გრიგოლ ლილუაშვილმა საქართველოში უკრაინის ელჩთან გაცნობითი ხა...
PalitraNews
შეხვედრა საქართველოში ევროკავშირის ელჩთან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძე გადაცემ...
TV IMEDI
მხარდამჭერი ნოტა უკრაინის ელჩს-ოპოზიციის ლიდერები უკრაინის ე...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
შეხვედრა უკრაინის მინისტრთა კაბინეტის უფროსთან
Georgian Government