თბილისის ქუჩებში განთავსებული ბანერები და შეფასებები
09/29/2021
\"ევროპული საქართველოსა“ და შეთანხმებული ოპოზიციური მაჟორიტარობის კანდიდატმა ისანში, ბესიკ დონაძემ აუდიტის სამსახურში წერილი შეიტანა. ბესიკ დონაძის განცხადებით, მიხეილ გაბრიაძეს, რომელმაც მმართველი პარტიის სასარგებლოდ საქართველოს მასშტაბით სიძულვილის ბანერები განათავსა, 29 სექტემბრის მდგომარეობით, არც დეკლარაცია წარუდგენია აუდიტის სამსახურში და არც არაფულადი შემოწირულობა განუხორციელებია მმართველი გუნდისთვის. მისი თქმით, საკითხით აუიდიტის სამსახური უნდა დაინტერესდეს.
პარალელურად, პარტია „ევროპული საქართველო“ გეგმავს სარეკლამო კომპანია „ალმას“ მიერ ქალაქში გასაკვრელად მათი საარჩევნო კამპანიის ფარგლებში დამზადებული ბანერი წარუდგინოს. პარტიის ლიდერის, გიგა ბოკერიას განცხადებით, სარეკლამო კომპანიის პასუხის შემდეგ გამოჩნდება იყო თუ არა ქალაქში გაკრული ბანერები პოლიტიკური შინაარსის.
ბანერებთან დაკავშირებით ასევე კომენტარი გააკეთეს „ერთიან ნაციონალურ მოძრაობაში“, სადაც ამბობენ, რომ ცენტრალური საარჩევნო კომისია „ქართული ოცნების“ მტრობის გამაღვივებელი კამპანიის ხელშემწყობია.
საკითხს უკვე გამოეხმაურნენ ცენტრალურ საარჩევნო კომისიაში. ცესკო-ში აცხადებენ, რომ პირის მიმართ, ვინც თბილისსა და სხვადასხვა რეგიონში ოპოზიციის საწინააღმდეგო ბანერები განათავსა, სამართალდარღვევის ოქმის შედგენის საფუძველი არ არსებობს.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.