ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია - რა წერია გაფართოების დოკუმენტში
11/09/2023
ევროკომისიის დადებითი რეკომენდაცია საქართველოს და რა წერია ევროკომისიის გაფართოების დოკუმენტში.
გაუმჯობესდეს საქართველოს შესაბამისობა ევროკავშირის საერთო საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკასთან, ასევე, ქვეყანამ უნდა გააძლიეროს ქმედებები დეზინფორმაციისა და უცხოური ინფორმაციით მანიპულაციის დასაძლევად, რომელიც მიმართულია ევროკავშირის ღირებულებების წინააღმდეგ. გადაჭრას პოლიტიკური პოლარიზაციის საკითხი, უზრუნველყოს თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტუნარიანი საარჩევნო პროცესი, გააუმჯობესოს საპარლამენტო ზედამხედველობის განხორციელება, განსაკუთრებით უსაფრთხოების სამსახურებზე. დაასრულოს და განახორციელოს სასამართლოს სრული და ეფექტური რეფორმა, მათ შორის იუსტიციის უმაღლესი საბჭოსა და პროკურატურის ყოვლისმომცველი რეფორმა, ვენეციის კომისიის რეკომენდაციების სრული შესრულება, გამჭვირვალე და ინკლუზიური პროცესის დაცვით. გადაჭრას ანტიკორუფციული ბიუროს, სპეციალური საგამოძიებო სამსახურისა და პერსონალურ მონაცემთა დაცვის სამსახურის ეფექტურობის საკითხები და უზრუნველყოს მათი ინსტიტუციური დამოუკიდებლობა. გააუმჯობესოს მიმდინარე სამოქმედო გეგმა დეოლიგარქიზაციისადმი მრავალსექტორული, სისტემური მიდგომის განსახორციელებლად. გააუმჯობესოს ადამიანის უფლებების დაცვა, მათ შორის, ადამიანის უფლებების დაცვის ამბიციური სტრატეგიის განხორციელებით და შეკრებისა და გამოხატვის თავისუფლების უზრუნველყოფით, - წერია ანგარიშში.
ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge
გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.