საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება

05.12.2018 00:44

საქართველოში ქურთუკების ქარხანა 2019 წელს აშენდება. ამის შესახებ, ჩინეთის საერთაშორისო სავაჭრო პალატისა და ძიანგსის პროვინციის სავაჭრო-ეკონომიკური ურთიერთობების განვითარების ფორუმის ფარგლებში იმსჯელეს. ფორუმში საქართველოს დელეგაცია „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორის დავით საგანელიძის ხელმძღვანელობით მონაწილეობდა. ფორუმის ფარგლებში, ქართულ დელეგაციას ოფიციალური მიღება ძიანგსის პროვინციის ვიცე-გუბერნატორმა და ტექსტილის საწარმოო ქალაქ კუნცინის ცენტრალური კომიტეტის გენერალურმა მდივანმა მოუწყვეს. მხარეებმა ერთობლივი პროექტების განხორციელების პროცესზე, კერძოდ კი, საქართველოში ქურთუკების საწარმოს გადმოტანის შესახებ იმსჯელეს და სამოქმედო გეგმა დასახეს. ვრცლად: http://fund.ge/site/news/478 Facebook :   / partnershipfund   Twitter :   / geopartnership   LinkedIN :   / partnershipfund   Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

გაზიარება: