ტყიბულში ქურთუკების საწარმო გაიხსნება

05.11.2018 00:46

საქართველოს დელეგაცია პრემიერ-მინისტრის ხელმძღვანელობით ჩინეთის საერთაშორისო იმპორტის გამოფენაში (CIIE) იღებს მონაწილეობას. შანხაში მიმდინარე გამოფენაზე 50-ზე მეტი ქართული კომპანიაა წარმოდგენილი. გამოფენის ფარგლებში, „საპარტნიორო ფონდის“ აღმასრულებელმა დირექტორმა დავით საგანელიძემ საქართველოში წარმოების გადმოტანისა და ქართული პროდუქციის ექსპორტის ხელშეწყობის მიზნით, რამდენიმე ოფიციალური დოკუმენტს მოაწერა ხელი.

ურთიერთთანამშრომლობის საბოლოო შეთანხმება შედგა „საპარტნიორო ფონდსა“ და ძიანგსის ჰუაჟაო ENTEPRISE MANAGEMENT-ს შორის. მხარეებს შორის ორწლიანი მოლაპარაკებების საფუძველზე გაფორმებული დოკუმენტის თანახმად, საქართველოში ქურთუკების საწარმო გაიხსნება.

ვრცლად: http://fund.ge/site/news/469

Facebook : https://www.facebook.com/PartnershipFund
Twitter : https://twitter.com/GeoPartnership
LinkedIN : https://www.linkedin.com/in/partnersh...
Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1726990

გაზიარება:
GM Sunshine