ვინ არიან იეზიდები?

06/25/2023
HISTORY GEO-ის მიერ

ეზიდები, მოძველებული — იეზიდები — ეთნიკური ქურთების მცირერიცხოვანი რელიგიური განშტოება, რომლის მიმდევრები ძირითადად ჩრდილოეთ ერაყსა და თურქეთში ცხოვრობენ, შედარებით მცირერიცხოვანი თემები სომხეთში, საქართველოში, აგრეთვე ირანში, სირიასა და უკრაინაში. ეზიდთა დიდი ნაწილი ემიგრაციაშია ევროპისა და ჩრდილოეთ ამერიკის ქვეყნებში. მათი საერთო რაოდენობა სავარაუდოდ 2 მილიონია. ისინი მეტყველებენ ქურთული ენის ერთ-ერთ ყველაზე გავრცელებულ დიალექტზე — კურმანჯიზე.

ეზიდიზმი სინკრეტული მონოთეისტური რელიგიაა, ენათესავება ზოროასტრიზმს, იუდაიზმის, ქრისტიანობისა და ისლამის ელემენტებით. ეზიდიზმის ფუძემდებლად ითვლება შეიხი ადი (XII ს.), რომელსაც ეზიდები თავიანთ წინასწარმეტყველად მიიჩნევენ.

ეზიდები ერთ ღმერთს აღიარებენ და თაყვანს სცემენ მთავარანგელოზ მალაქ-ტაუსს, რომელიც ფარშევანგის სახით ყავთ წარმოდგენილი; თაყვანს სცემდნენ აგრეთვე შამსს, რომელიც მზის ღვთაებაა ეზიდთა მითოლოგიაში. განსაკუთრებით პატივს სცემენ აღმოსავლეთ მხარეს, ანუ მზის ამომავალ მხარეს. საზოგადოება იყოფა საერო (მიურიდები) და სასულიერო (თარიყები, რუჰანი) კასტებად. სასულიერო კასტაში, თავის მხრივ, განასხვავებენ მაღალ (ემირი, შეიხი, ფირი) და დაბალ (ყავალი) წოდებებს. ცნობები ეზიდების საზოგადოებრივი წყობის და რელიგიის შესახებ გადმოცემულია რელიგიურ წიგნებში: „გამოცხადების წიგნი“ (აღსარების წიგნი), „შავი წიგნი“, რომელიც საიდუმლო შრიფტითაა დაწერილი. ეზიდების ერთადერთი საკულტო ნაგებობაა შეიხ ადის ტაძარი (ლალეში (ერაყი), სადაც მათი წინასწარმეტყველის საფლავია).

ჩვენი სხვა პროექტები:
რუსულენოვანი YouTube არხი -    / @vis_geo  
არხის TikTok - https://www.tiktok.com/@important_his...