მონღოლების შემოსევა! როგორ დაეცა საქართველო?
მონღოლები პირველად 1220 წელს გამოჩნდნენ საქართველოს საზღვრებთან. 1220-1221 წლებში სამჯერ შეებრძოლნენ ქართველებს, სამივეჯერ დაამარცხეს, მაგრამ უკანვე გაბრუნდნენ. 1235 წელს მონღოლები კვლავ მოვიდნენ საქართველოში. ქვეყნის მესვეურებმა ამჯერადაც ბრძოლის პასიური ტაქტიკა აირჩიეს. ცალკეულ მხარეთა გამგებლები და სახელმწიფო ვეზირები ჯერ ციხეებში შეიკეტნენ, შემდეგ კი, 1243 წელს მტერს დანებდნენ. მეფე რუსუდანმა დასავლეთ ქრისტიანულ სახელმწიფოთაგან დახმარების მიღება სცადა და წერილით მიმართა რომის პაპს, მაგრამ უარი მიიღო. ამის შემდეგ ის დაპყრობლებს შეუთანხმდა და ცნო მონღოლთა ყაენის უზენაესობა. საქართველოს ყოველწლიურად 50 ათასი პერპერის გადახდა და მონღოლთა ლაშქრობაში მონაწილეობა დაეკისრა. რუსუდანის გარდაცვალების შემდეგ, უმეფობის ხანაში (1245-1247 წწ.), მონღოლებმა საქართველო შვიდ ან რვა დუმნად დაყვეს. დუნისთავებად მონღოლებმა ქართველი ერისთავები დააყენეს. მათ დუმნის ტერიტორიაზე ხარკი უნდა აეკრიფათ და მონაწილეობა მიეღოთ დამპყრობელთა ლაშქრობებში. ჩვენი სხვა პროექტები: რუსულენოვანი YouTube არხი - / @vis_geo არხის TikTok - https://www.tiktok.com/@important_his...
მსგავსი ვიდეოები
საოცარი ქართველი ერი...
ფაქტები საქართველოდან
მონღოლების მიერ საქართველოს დაპყრობა
Silk School
მონღოლების ბატონობა საქართველოში
Silk School
მონღოლების ბატონობის დამყარება საქართველოში
Nino Bidzinashvili
მონღოლები: მონღოლების დაპყრობები, მონღოლთა იმპერია ევროპელ მ...
Silk School
N11 ლექცია: "მონღოლების შემოსევებიდან გიორგი ბრწყინვალემდე"
ინტერნეტ ტელევიზია - მარტივი - MarTV
მონღოლთა დაპყრობები და საქართველო. (ისტორიის პლატფორმა)
Shalva Mindadze - Platform Of History For Entrants
Ghost of Tsushima ქართულად HDR PS5 [ნაწილი17] - ბრძოლა ხოტუნ...
GGPLAY