ქერიმ ანყოსის საღამო | 19.12.2021
19 დეკემბერს 18:00 საათზე „კავკასიური სახლისა“ და საქართველოს ქურთული ასოციაცია „რონაის“ ორგანიზებით შედგება დიდი ქურთი მოღვაწის, ქერიმ ანყოსის ხსოვნისადმი მიძღვნილი საღამო. ქერიმ ანყოსი (1937-2019) გახლდათ მწერალი, ჟურნალისტი, აღმოსავლეთმცოდნე, საქართველოში ქურთულენოვანი რადიოგადაცემის რედაქტორი, ქურთულ ენაზე თარგმნილი „ვეფხისტყაოსნის“ რედაქტორი. მისი დამსახურება საქართველოში მცხოვრები ქურთების და ამრიგად, ჩვენი მრავალეთნიკური ქვეყნის კულტურის განვითარებაში განუზომელია. ბატონმა ქერიმმა საქართველოს რადიოში ქურთულენოვანი გადაცემა დააარსა, შექმნა ქურთ სახალხო მომღერალთა და მუსიკოსთა ჩანაწერების ფონდი, გამოსცა პირველი ორენოვანი სახელმძღვანელოები — ქართულ-ქურთული და რუსულ-ქურთული, შეადგინა ქართულ-ქურთული (კურმანჯი) ლექსიკონი. იგი რედაქტორობდა ქურთულენოვან გაზეთს „გლავეჟი“ („ცისკრის ვარკსვლავი“) და ქართულენოვან „საქართველოს ქურთებს“. ბატონმა ქერიმმა რამდენიმე ქურთულ ორგანიზაციას ჩაუყარა საფუძველი; მისი მხატვრული შემოქმედება გამოცემულია როგორც ქურთულ, ისე ქართულ ენებზე; ქერიმ ანყოსი მრავალი ცნობილი ქურთული სიმღერის ავტორიცაა… ღონისძიებაზე ბატონი ქერიმის ცხოვრებას, მოღვაწეობასა და შემოქმედებას გაიხსენებენ მისი მეგობრები, თანამოაზრეები და ისინი, ვის ცხოვრებაზეც მან წარუშლელი კვალი დატოვა. ღონისძიება გაიმართება „კავკასიურ სახლში“ მისამართზე გალაკტიონ ტაბიძის N20.
Caucasian House-ის სხვა ვიდეოები
ლიტერატურული ფესტივალი: ჰასმიკ სიმონიანი, სეიმურ ბ...
ახალგაზრდები: ყოველდღიურობა საქართველოში / Youth...
02:27:59
ნამახვან ჰესის მშენებლობა: რისკები და მოსახლეობის...
01:16:46
Caucasian House Internet Diary_1
01:25:00
მესხთა დეპორტაციის დღისადმი მიძღვნილი საჯარო დისკუ...
02:01:30
პროფესორ როზეტა გუჯეჯიანის საჯარო ლექცია თურქეთელ...
46:26
„ოსმალური მილეთის სისტემიდან თანამედროვე თურქუ...
01:43:19
ნაირა გელაშვილის რომანის განხილვა ლიტერატურის ინსტ...
მსგავსი ვიდეოები
Bîranîna K'eremê ANQOSÎ li Tbîlîsî - ქერიმ ანყოსის ხსოვნ...
A N Q O S I
ქერიმ ანყოსი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ქერიმ ანყოსი - ერთი ლექსის ისტორია
Caucasian House
ქერიმ ანყოსი - ერთი ლექსის ისტორია
Caucasian House
ქერიმ ანყოსი: "დღეს იქნება თუ ხვალ, საქართველოს სამხრეთ საზღ...
sozialist. ge
ქერიმ მაჩალიკაშვილი - საქართველოს ჩემპიონი პანკისიდან
Mtisambebi / მთის ამბები
ჯონ ქერიმ ფიცი დადო
TV IMEDI
აბდულ-ქერიმ ქავთარაშვილი. ბინდის დროს მეჩეთში მლოცველები-ქარ...
Muslims of Georgia