საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება
მსოფლიო ლიდერები ისრაელის სამხრეთიდან კონფლიქტის გაფართოების საფრთხეზე საუბრობენ. კერძოდ, ესკალაციის საფრთხეა ლიბანის საზღვართან, ასევე დასავლეთ სანაპიროზე, სადაც გასული ერთი კვირის განმავლობაში ისრაელის ძალებმა ათობით პალესტინელი დააკავეს „ჰამასთან“ კავშირების გამო. შექმნილი ვითარების ფონზე, რეგიონულ ტურნეს მართავს შეერთებული შტატების სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი. ასევე, ახლო აღმოსავლეთში სპეციალურ წარმომადგენელს გზავნის ჩინეთი. ისრაელში იმყოფებოდნენ ევროკომისიისა და ევროპარლამენტის პრეზიდენტები. მათი ვიზიტის დროს თელ-ავივში საჰაერო განგაში გამოცხადდა, რის გამოც ევროპელ ლიდერებს თავშესაფარში ჩასვლა მოუწიათ. მსოფლიო ლიდერები ღაზის სექტორში მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის შესახებაც საუბრობენ. ჯო ბაიდენმა ღაზაში ჰუმანიტარული კრიზისის გადაჭრას პრიორიტეტული საკითხი უწოდა და ასევე აღნიშნა, რომ ვაშინგტონი უზრუნველყოფს, რომ ისრაელს ჰქონდეს ყველაფერი თავის დასაცავად. ევროკავშირის უმაღლესმა წარმომადგენელმა ჯოზეფ ბორელმა კი თქვა, რომ 24 საათში ღაზის ჩრდილოეთ რაიონიდან ერთი მილიონი ადამიანის ევაკუაცია შეუძლებელია. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ვითარება ისრაელში - საერთაშორისო საზოგადოების გამოხმაურება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#მოამბე 21 საათზე, 10 ოქტომბერი, 2023 #LIVE
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
საერთაშორისო გამოხმაურება და მმართველი გუნდის პასუხი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
უკრაინული მხარის ბრალდებები - გამოხმაურება პოლიტიკურ სპექტრშ...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
გამოხმაურება ჰაკერულ თავდასხმაზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
"პროგრესი იქნება არა ის, თუ ვინ გაიმარჯვებს, არამედ ის, თუ რ...
რადიო თავისუფლება
უთანხმოება აშშ-სა და ისრაელის მთავრობას შორის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
17 მაისი თბილისში
Tamara Karelidze