Ercke Mydass - მიზანი
Download Mp3: / ercke-mydass-mizani რა აზრი აქვს ძებნას თუ ეს შედეგს არ გამოიღებს რა აზრი აქვს სირბილს თუ ფინიშს ვეღარ მიაღწიე, თუ არ აქვს აზრი რეჟისორი ფილმს რის გამო იღებს? სიყვარული, აი რა ქმნის და რა აქცევს წყალს მღვრიედ. კუ მიიწევს წინ, ითვლის დროს, არ ფიქრობს დანებებას შველი გარბის მაინც, მდევარი თუ წამოეწევა, ყველა ხედავს მომავალს ხო, მხოლოდ ნათელ ფერებად ვეღარ ვიტანთ თითქოს ერთმანეთს და თან მოფერებას. თქვენს შემყურე ალბათ მეც სიძულვილი მომერევა ვერ ვიტან ზიზღს და ვიცი ჭაღარაც გამომერევა, სიყვარულს ქმნის ძალა ღვთისა, სიკვდილს არ შეერევა, დაგიმალავთ სიყვარული, თქვენზე გული მერევა. რა აზრი აქვს სამოთხეს ჩვენ თუ ჯოჯოხეთს მოველით რა აზრი აქვს სიყვარულს თუ სიძულვილს ვემონებით, ფრთებს რომ გაშლი ოდნავ და ტკბები ყოველი მომენტით გამოჩნდება ვიღაც ვინც, ჩამოგაგდებს ფრთის მოტეხვით. სიყვარული ძლიერად ხელს აფარებს უფუნჯოდ წყვილს, მწყურია და დროს დავეძებ ჩემი წყურვილის მოკვლის სილამაზე დამაბრმავებს, მაგრამ სუნი აქვს ლპობის მაინც თითქოს გამჩენია სურვილი ამის ფლობის. რა აზრი აქვს ძებნას თუ ეს შედეგს არ გამოიღებს რა აზრი აქვს სირბილს თუ ფინიშს ვეღარ მიაღწიე, ცდას ნუ აკლებ ის სათავეს დასაბამიდან იღებს, მერე რა თუ ტაძრის კარებს არავინ აღარ გიღებს. ე.მ. 31 იანვარი
მსგავსი ვიდეოები
Ercke Mydass - გაიგე?
Ercke Mydass
Ercke Mydass - ჩემი ქალი
Ercke Mydass
ტიციან ტაბიძე - ალექსანდრე პუშკინს (კითხულობს ერკე მიდასი)
Ercke Mydass
Ercke Mydass - ქალებს
Ercke Mydass
ერკე მიდასი - ვარსკვლავო ჩემო (პროდ. ილია)
Ercke Mydass
ერკე მიდასი / Ercke Mydass - ვიღაცის ვიღაცას
Ercke Mydass
გილოცავთ ახალ 2021 წელს
Ercke Mydass
Ercke Mydass - მომწყურდი
Ercke Mydass