უწყებათაშორისი კომისიის სხდომა


იუსტიციის სამინისტროში თავისუფალი და სამართლიანი არჩევნებისთვის უწყებათაშორისი კომისიის მეცხრე სხდომა მიმდინარეობს. სხდომაზე საარჩევნო კამპანიის დროს დაფიქსირებულ იმ შესაძლო დარღვევებზე მსჯელობენ, რომელთა შესახებაც ცნობილი მედიით გახდა. ასევე, კომისიის წევრები მომხდარ ფაქტებზე სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების მხრიდან მათზე რეაგირების შესახებ ინფორმაციას იღებენ.

სხდომა იუსტიციის მინისტრის მოვალეობის შემსრულებლის, გოჩა ლორთქიფანიძის თავმჯდომარეობით იმართება და მას ტრადიციულად სხვადასხვა სახელმწიფო უწყებების, ცესკო-ს, კვალიფიციური პარტიების წარმომადგენლები, ასევე ადგილობრივი და საერთაშორისო ორგანიზაციები ესწრებიან. სხდომის დაწყებამდე მედიასთან კომენტარი „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ წარმომადგენელმა ლევან ნატროშვილმა გააკეთა. მისი თქმით, შეხვედრაზე ბოლოდროინდელი ძალადობრივი ინციდენტებითა და ძალოვანი უწყებების მხრიდან მათზე რეაგირებით დაინტერესდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან