ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს


ზუგდიდში, გამსახურდიას გამზირზე „ლიბერთი ბანკის“ ინკასაციის მანქანა დააყაჩაღეს. თვითმხილველები ამბობენ, რომ მათ არაერთი გასროლის ხმა გაიგეს. ბანკის თანამშრომლებს არ აქვთ ინფორმაცია, არის თუ არა წაღებული თანხა. შემთხვევის შედეგად დაჭრილია ერთი ინკასატორი, რომელიც ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში გადაიყვანეს.

ექიმის ინფორმაციით, მამაკაცს ჭრილობა ქვედა კიდურის არეში აქვს მიყენებული. მისი მდგომარეობა სტაბილურია. სამეგრელო ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციის უფროსის განცხადებით, მომხდარზე გამოძიება დაწყებულია. ადგილზე სამართალდამცველები მუშაობენ.


ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან