სასამართლო სხდომა „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე
ამ წუთებში ზუგდიდის რაიონულ სასამართლოში სხდომა იწყება, სადაც მოსამართლე „ლიბერთი ბანკის“ ინკასატორების დაყაჩაღების საქმეზე დაკავებულებისთვის აღკვეთის ღონისძიებაზე იმსჯელებს. ფაქტზე ორი პირია დაკავებული, მათგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს განსაკუთრებულ დავალებათა დეპარტამენტის თანამშრომელია. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებული პირები „ლიბერთი ბანკის“ ფილიალთან ბანკის საინკასაციო მანქანას თავს დაესხნენ და ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით, ჯანმრთელობის დაზიანება მიაყენეს ბანკის ერთ-ერთ ინკასატორს. გამოძიების ინფორმაციით, დაკავებულებმა ინკასაციის სამსახურის თანამშრომლების დაყაჩაღებამდე რამდენიმე საათით ადრე, ზუგდიდში, სოფელ ონარიაშიც ჩაიდინეს დანაშაული. ნიღბიანმა, ავტომატური ცეცხლსასროლი იარაღით შეიარაღებულმა გ.ჯ.-მ და ო.ხ.-მ ელექტროსადგურის დარაჯებს უკანონოდ აღუკვეთეს თავისუფლება, რის შემდეგაც, იარაღის მუქარით, მათი პირადი ნივთები და კუთვნილი ავტომობილი გაიტაცეს. მოგვიანებით, ბრალდებულებმა, აღნიშნული მსუბუქი ავტომობილით, განახორციელეს ბანკის ინკასატორებზე ყაჩაღური თავდასხმა და დიდი ოდენობით ფულის გატაცება შეძლეს. გამოძიება რამდენიმე მუხლით მიმდინარეობს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო სხდომა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო სხდომა
Livepress. ge
სასამართლო სხდომა 7 ნოემბრის საქმეზე
Formula News
სასამართლო სხდომა 20-21 ივნისის მოვლენების საქმეზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სასამართლო პროცესი
პირველი არხი Georgian Public Broadcaster