ბრალის წაყენება

08.03.2019 00:38

ზუგდიდში „ლიბერთი ბანკის“ საინკასაციო გჯუფის დაყაჩაღებისთვის დაკავებულებს  სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო პოლიციაში ბრალი ოფიციალურად წარედგინათ.

საქმეზე ორი პირი, - 1980  და 1964 წლებში დაბადებული მამაკაცები, - დააკავეს . ერთ-ერთი მათგანი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლი იყო. გამოძიება მათ, ორგანიზებული დაჯგუფების მიერ ჩადენილ ყაჩაღობაზე, თავისუფლების უკანონო აღკვეთაზე, ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვაზე, დაუფლებასა და ჯანმრთელობის განზრახ დაზიანებაზე ედავება. ბრალდებულების ადვოკატებს დღეს მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებიათ.

ბრალად შერაცხული დანაშაული 11-დან 15 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
Mankanebi

მსგავსი ვიდეოები

ყველა ვიდეო