რეგიონებში სოხუმის დაცემის დღე გაიხსენეს
ენგურის ხიდზე აფხაზეთის ომში დაღუპული მეომრები და მშვიდობიანი მოსახლეობა კიდევ ერთხელ გაიხსენეს სამეგრელო-ზემო სვანეთის სამხარეო ადმინისტრაციისა და ზუგდიდის ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებმა. მათ წუთიერი დუმილით გარდაცვლილთა ხსოვნას პატივი მიაგეს. სოხუმის დაცემის 25-ე წლისთავთან დაკავშირებით ფოთში, დევნილთა დასახლებაში, გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკეს მთავრობის წევრებმა, პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებმა და რიგითმა მოქალაქეებმა. მათ კიდევ ერთხელ გაიხსენეს აფხაზეთში განვითარებული მოვლენები და ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგეს. დღესვე, საკათედრო ტაძარში ფოთისა და ხობის მიტროპოლიტი გრიგოლი აფხაზეთის ომში დაღუპულთა სულის მოსახსენებელ პანაშვიდს გადაიხდის. 25 წლის წინ სოხუმში განვითარებული მოვლენები გაიხსენეს ბათუმშიც. გმირთა ხეივანში აჭარის ხელისუფლების წარმომადგენლებმა ყვავილებით შეამკეს ჟიული შარტავას მონუმენტი. აფხაზეთის ომში დაღუპულთა ოჯახებს ბათუმის მერია ერთჯერად დახმარებას გაუწევს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ჯანდაცვის პროგრამები ოკუპირებული ტერიტორიებისთვის
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
26 წელი სოხუმის დაცემიდან
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
სალომე ზურაბიშვილის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
რადიოგადაცემა “ძველი ქალაქის” ეთერში
Fund Sokhumi
ეუთო-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#იზრუნე - რაგბის კლუბი "სოხუმი"
Tegeta • თეგეტა
როგორ გასაბჭოვდა აფხაზეთი და სამეგრელო
Radio Atinati
სიუჟეტი რადიო „თავისუფლების“ ეთერში
Fund Sokhumi