ეუთო-ს განცხადება
ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფმა, რუსეთ-საქართველოს ომის მე-12 წლისთავთან დაკავშირებით, ერთობლივი განცხადება გაავრცელა. საქართველოს საგარეო უწყების ცნობით, მასში აღნიშნულია, რომ რუსეთის მიერ საქართველოში განხორციელებული სამხედრო ინტერვენციიდან 12 წლის შემდეგ, საქართველოს ტერიტორიების მიმდინარე ოკუპაცია უკიდურესად შემაშფოთებელია. ეუთო-ში საქართველოს მეგობართა ჯგუფი მოუწოდებს რუსეთს, სრულად შეასრულოს 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება. მეგობართა ჯგუფის წევრები შეშფოთებული არიან საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში ადამიანის უფლებების დარღვევების, დაკავებების, მძიმე ჰუმანიტარული მდგომარეობის, ასევე რუსეთის სამხედრო წვრთნების ზრდისა და სამხედრო ინფრასტრუქტურის გაძლიერების გამო. ასევე გამოთქმულია ღრმა შეშფოთება გლობალური პანდემიის პირობებში რუსეთის, ცხინვალისა და სოხუმის რეჟიმების გახშირებულ პროვოკაციებზე. ჯგუფის წევრები მხარს უჭერენ საქართველოს მიერ პრევენციული ზომების გატარებას, რომელიც მიზნად ისახავს საქართველოს ოკუპირებულ რეგიონებში დაუსჯელობის განცდის აღმოფხვრასა და ადამიანის უფლებების მდგომარეობის გაუმჯობესების აუცილებლობას. ამ კონტექსტში, ისინი აღნიშნავენ საქართველოს მთავრობის მიერ ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიის მიღებას. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ეუთო-ს განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს განცხადება - შეფასებები
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
შეფასებები ჟენევის მოლაპარაკებების 47-ე რაუნდზე
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ჯოზეფ ბორელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს სადამკვირვებლო მისიის ხელმძღვანელის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
#არჩევნები2020 ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის წარმომადგენლები...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ნიკოლაი რიჟაკის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ეუთო-ს საქართველოს მეგობართა ჯგუფის განცხადება
პირველი არხი Georgian Public Broadcaster