ნიკოლაი რიჟაკის განცხადება
რუსეთი ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის მიერ მიღებულ დეკლარაციას არ შეასრულებს. ამის შესახებ რუსეთის დელეგაციის წევრმა, ნიკოლაი რიჟაკმა განაცხდა. მისი თქმით, რუსეთი მიიჩნევს, რომ დეკლარაციაში გაწერილი მუხლები შესასრულებლად სავალდებულო არ არის. როგორც რიჟაკი ამბობს, „დეკლარაცია ასამბლეის წევრების მესამედის თანდასწრებით მიიღეს“. საუბარია დოკუმენტზე, რომელიც ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ გუშინ მიიღო. ტექსტში ლაპარაკია რუსეთის მიერ ყირიმის უკანონო ანექსიაზე. ასევე ასამბლეამ მოუწოდა მოსკოვს, უარი თქვას აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონების დამოუკიდებელ სახელმწიფოებად აღიარებაზე. ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეამ ქართველი დეპუტატის, სოფიო ქაცარავას მიერ ინიცირებული რეზოლუცია ხმათა უმრავლესობით დაამტკიცა. ასამბლეა მოუწოდებს რუსეთის ფედერაციას, დაიცვას 2008 წლის 12 აგვისტოს ცეცხლის შეწყვეტის შეთანხმება, დაუშვას საერთაშორისო სადამკვირვებლო მექანიზმი ოკუპირებულ ტერიტორიებზე, ასევე აღნიშნავს იძულებით გადაადგილებულ პირთა საკუთარ საცხოვრებელ ადგილებში ღირსეულად დაბრუნების აუცილებლობას. ასამბლეა წევრ ქვეყნებს მოუწოდებს საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული რეზოლუციის – „რუსეთის ფედერაციის მიერ ოკუპირებულ აფხაზეთსა და ცხინვალის რეგიონში ადამიანის უფლებების უხეში დარღვევისა და „ოთხოზორია-ტატუნაშვილის სიით“ გათვალისწინებულ დამნაშავე პირებთან მიმართებაში სამართლის აღსრულების ხელშეწყობისკენ; დოკუმენტში ასევე აღნიშნულია მოწოდება ეუთო-ს თავმჯდომარე ქვეყნის მიმართ, გააძლიეროს ძალისხმევა საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე ეუთო-ს მისიის დაბრუნების შესახებ. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchannel/ გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ნიკოლაი ლატანსკის მასტერკლასები თბილისში
Music Box
ნიკოლაი გოგოლის გახმაურებული პიესა გრიბოედოვის თეატრის სცენა...
Music Box
ნიკოლაი ლატანსკის მასტერკლასები თბილისში - როგორ გავაღვიძოთ...
Music Box
ნიკოლაი მალომუჟის სკანდალური ინტერვიუ
TV IMEDI
როგორ გადაიბირა სააკაშვილი რუსეთის კაგებემ?! - გენერალ მალა...
Ilia Chachibaia
ნიკოლაი კოპერნიკი | შენი შუადღე - 19.03.2024 II ნაწილი
მთავარი არხი • Mtavari Arkhi
ნიკოლაი კოპერნიკი და ისააკ ნიუტონი არ არსებობდნენ.
Lasha Traveler boy
ინტერვიუ ნიკოლაი ლატანსკისთან თემაზე "როგორ დავძლიოთ შიშები"
Aleksandr Oganezov