ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ გაწეული და სამომავლოდ დაგეგმილი საქმიანობის შესახებ ისაუბრა

21.02.2021 16:03

შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატი, ვახტანგ გომელაური პარლამენტში საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების ფორმატში, მოხსენებით წარდგა. ვახტანგ გომელაურმა დეპუტატებთან შეხვედრაზე დეტალურად ისაუბრა შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ გაწეული საქმიანობის და სამომავლოდ დაგეგმილი ღონისძიებების შესახებ. როგორც შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა აღნიშნა, სამართალდამცველთა მუშაობის შედეგად, გასულ წელთან შედარებით, დანაშაული 12%-ით შემცირდა, ხოლო არსებული გამოწვევების საპასუხოდ, სამინისტრო განაგრძობს რეფორმებს კრიმინალური პოლიციის, საპატრულო პოლიციისა და საზღვრის დაცვის მიმართულებით. შინაგან საქმეთა მინისტრობის კანდიდატმა ხაზგასმით აღნიშნა, რომ რეფორმირების პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მექანიზმების გაუმჯობესება სამინისტროს ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს პრიორიტეტად რჩება. ვახტანგ გომელაურმა ასევე აღნიშნა, რომ სამინისტრო გააგრძელებს ნარკორეალიზატორების მიმართ უკომპრომისო პოლიტიკის გატარებას, ორგანიზებული დანაშაულის წინააღმდეგ აქტიურ ბრძოლას, სამინისტროს დანაყოფების შესაძლებლობების გაძლიერებას და უწყების თანამშრომელთა სამუშაო პირობების გაუმჯობესებას. პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების, ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის, თავდაცვისა და უშიშროების და იურიდიულ საკითხთა კომიტეტების გაერთიანებულ სხდომაზე, საქართველოს პრემიერ-მინისტრობის კანდიდატის, ირაკლი ღარიბაშვილის მიერ საქართველოს პარლამენტში ნდობის გამოცხადებისთვის წარდგენილ საქართველოს მთავრობის შემადგენლობას და სამთავრობო პროგრამას, კენჭისყრის შედეგად, კომიტეტების წევრმა დეპუტატებმა მხარდაჭერა გამოუცხადეს. შემოგვიერთდით ტელეგრამის არხზე: https://t.me/multimediageorgia მოიწონეთ ჩვენი გვერდი ფეისბუქზე, მიჰყევით ამ ბმულს: https://bit.ly/2D9tHM9 ჩვენი ვებ გვერდი: MULTIMEDIA.GE - მულტიმედია

გაზიარება:

მსგავსი ვიდეოები

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის ანგარიში წარადგინა

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს მიერ 2020 წელს გაწეული საქმიანობის...

შინაგან საქმეთა სამინისტრო

შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვალიერა
03:43

შს მინისტრმა რუსთაველის გამზირზე მოწყობილი გამოფენები დაათვა...

Vakhtang Gomelauri

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა
00:29

ვახტანგ გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ახალი ინფრასტრუქტურული ო...

PalitraNews

ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა
04:34

ოტდ-ს ტექნოლოგიური ინოვაციების და სწავლების ცენტრის გახსნა

Vakhtang Gomelauri

გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნა
01:29

გომელაურმა შსს-ს აკადემიაში ინფრასტრუქტურული ობიექტები გახსნ...

TV IMEDI

შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვაზე
02:29

შს მინისტრი სტიქიის დროს დაღუპული მეხანძრე-მაშველის დაკრძალვ...

Vakhtang Gomelauri

შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა
03:55

შს მინისტრმა „მზიური“-ს ტერიტორიაზე სამუშაოები დაათვალიერა

Vakhtang Gomelauri

როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა
01:48

როუზ გოტმიოლერიმ სანაპირო დაცვის ხომალდები დაათვალიერა

პირველი არხი Georgian Public Broadcaster

ყველა ვიდეო