წალენჯიხაში მომხდარი ყაჩაღობის ფაქტი გახსნილია

11.08.2018 00:34

სამეგრელოში ჩადენილი ყაჩაღობის ფაქტი გახსნა შინაგან საქმეთა სამინისტრომ. სამართალდამცველებმა ყაჩაღობისა და ცეცხლსასროლი იარაღის მართლსაწინააღმდეგო შეძენა-შენახვა-ტარების ბრალდებით, 1972 წელს დაბადებული, წარსულში ნასამართლევი პირი დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბრალდებულმა წალენჯიხის რაიონის სოფელ ობუჯში, იარაღის მუქარით ორ მოქალაქეს 4 000 ლარი გასტაცა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. პოლიციამ ის მომხდარიდან რამდენიმე დღეში დააკავა. ჩადენილი დანაშაული 5-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. მიმდინარეობს გამოძიება. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://www.facebook.com/pg/1stchanne... გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb

გაზიარება: