ცენტრალური ბიუჯეტიდან წალენჯიხა დაფინანსებას მიიღებს
რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან წალენჯიხის მუნიციპალიტეტს დამატებით 2 650 000 ლარი გადაეცემა. ამის შესახებ სამეგრელო-ზემო სვანეთის სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი გუგუჩიამ განაცხადა. გუბერნატორი, მოადგილესთან და რეგიონული პროექტების სამსახურის უფროსთან ერთად წალენჯიხის მუნიციპალიტეტის მერს, გიორგი ხარჩილავას და ამავე მუნიციპალიტეტის ინფრასტრუქტურის სამსახურის უფროსს შეხვდა. განიხილეს გამოყოფილი თანხით დასაფინანსებელი პროექტები. თანხა ძირითადად საგზაო ინფრასტრუქტურის მოწესრიგებას უნდა მოხმარდეს. გიორგი გუგუჩიას განმარტებით, ცენტრალური ხელისუფლება ყველაფერს აკეთებს, რომ წალენჯიხის მუნიციპალიტეტში მთავრობის ყველა არსებული პროგრამა განხორციელდეს, რაც მოქალაქეებისთვის მეტი შესაძლებლობისა და უკეთესი ინფრასტრუქტურის შექმნისთვისაა საჭირო. წალენჯიხის მსგავსად რეგიონში განსახორციელებელი პროექტების ფონდიდან თანხები გამოეყოფა სხვა მუნიციპალიტეტებსაც. შეხვედრაზე საუბარი ასევე შეეხო სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ გამოყოფილ თანხებს, მთავრობის გადაწყვეტილებით ივნისის ბოლოს მომხდარი სტიქიის შედეგების სალიკვიდაციოდ, წალენჯიხის მუნიციპალიტეტი ერთ მილიონამდე ლარს მიიღებს. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი - / 1stchannel.1tv.ge გამოიწერეთ ჩვენი არხი - / georgianpb ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.
პირველი არხი Georgian Public Broadcaster-ის სხვა ვიდეოები
#ახალიკვირა როგორ მუშაობს სოციალური აგენტი?
#ახალიკვირა სისხლიანი ქორწილი
ბაჩო ახალაიას საქმე
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
საქართველოს პირველი არხის ოპერატორზე თავდასხმის სა...
პირადი ექიმი - პირველი დახმარება და სეზონი - „კოვი...
საპროტესტო აქცია მთავრობის ადმინისტრაციასთან
პირველი სატელევიზიო დებატები - ოპოზიცია / მმართველ...
მსგავსი ვიდეოები
ცენტრალური ბიუჯეტიდან დედაქალაქი დამატებით 60 მილიონ ლარს მი...
TV IMEDI
2018 წლის თბილისის ბიუჯეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატე...
PalitraNews
თბილისის მერიას 2018 წლისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან დამატები...
PalitraNews
იმერეთში 2022 წელს ცენტრალური ბიუჯეტიდან 132 000 000 ლარის ღ...
State Representative in Imereti
რამდენით განისაზღვრება თბილისის ბიუჯეტი - კალაძე ცენტრალური...
ტელეკომპანია კავკასია • TV Kavkasia
ბიუჯეტიდან ეპარქიისთვის ჩარიცხული თანხები
Formula News
„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“
პირველი არხი Georgian Public Broadcaster