„სოფლის მხარდაჭერის პროგრამა“

24.02.2024 01:17

„სოფლის მხარდაჭერის პროგრამის“ ფარგლებში, სენაკის მუნიციპალიტეტისთვის ცენტრალური ბიუჯეტიდან 738 ათასი ლარი გამოიყო. სენაკის მერიამ პროექტის ფარგლებში შესასრულებელი სამუშაოების შესარჩევად ადგილობრივ მოსახლეობასთან კონსულტაციები და სოფლის კრებები დაასრულა. განსახორციელებელი პროექტები, 15-ვე ადმინისტრაციულ ერთეულში, თავად ადგილობრივმა მოსახლეობამ შეარჩია. მიმდინარე წელს, მოსახლეობისთვის პრიორიტეტულ 45 პროექტს, სენაკის მუნიციპალიტეტის მერია განახორციელებს. ძირითადი საჭიროებები წყლის, შიდა გზების, გარეგანათებებისა და სოფლის ცენტრების კეთილმოწყობა იყო. ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/ მოიწონეთ ჩვენი გვერდი -   / 1stchannel.1tv.ge   გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb   ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას. მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით. დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა, ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება: