კარავი დიდი სამეულის ერთერთი წარმომადგენელია, სალაშქრო დიდ სამეულში შედის ზურგჩანთა, საძილე ტომარა და კარავი. ამ მნიშვნელოვანი აღჭურვილობის შერჩევისას უნდა ვიცოდეთ რამდენიმე მარტივი დეტალი რათა ხარისხიანი კარავი მარტივად გავარჩიოთ უბადრუკი კონკურენტებისაგან.
დავიწყოთ ხერხემლით, ანუ ჯოხებით. ნორმალური და კარგი კარვის ჯოხები ალუმინისგანაა დამზადებული, იაფფასიან კარვებში კი მინაბოჭკოს მასალას იყენებენ. ალუმინი უფრო მსუბუქი და გამძლეა, მისი გლუვი ზედაპირი ადვილად დასრიალებს აწყობისას კარვის სახელოებში. ხარისხიან კარვებში გამოყენებული ალუმინის ჯოხები ხშირად დაკ-ის ფირმის მიერაა დამზადებული. თუკი კარავის შეფასებისას თვალს მოვკრავ ხოლმე ამ ბრენდის ჯოხებს უკვე ვიცი რომ კარავიც უდიდესი ალბათობით ხარისხიანი იქნება. უვარგის კარვებში ძირითადად მინაბოჭკოს ჯოხები გვხვდება, მძიმე და მტვრევადი. ერთხელ ასეთი ჯოხი აბულის მთაზე ზამთრის ლაშქრობისას ყინვაში შემოგვატყდა და კარავიც თავზე დაგვემხო, მეორედ ეხლა ვიდეოს გადაღებისას ერთი ადგილიდან მეორეზე გადამქონდა კარავი და ტკაც გატყდა. ნელნელა გამოჩნდა ნახშირბოჭკოს კარვის ჯოხები, უძვირესი და ძალიან კარგი მასალაა ნახშირბოჭკო, თუმცა დღესდღეობით ისეთი გავრცელებული არაა რომ დიდი ყურადღება დავუთმოთ.
შემდეგი დეტალი კარვის ხარისხიანობის დასადგენად არის მისი სოლები. მდარე კარვებს ძირითადად წვრილი ფოლადის პალოები მოყვება, ისინი მძიმეა და არც მოჭიდება აქვს კარგი. თავმოყვარე ბრენდები ალუმინის მასალის სხვადასხვა კონსტრუქციის სოლებს იყენებენ.
კარვის შერჩევისას ელვა კიდევ ერთი კარგი ინდიკატორია, ძალიან ცუდია როცა შუაღამისას კარს ვერ დაკეტავ იმიტომ რომ უვარგისმა ელვამ ნაჭერი ჩაიხვია და გაიჭედა ან უბრალოდ გადატყდა. საუკეთესო აღჭურვილობაში ხშირად YKK ფირმის მიერ დამზადებულ ელვას იყენებენ, თუმცა ყველა ელვა ვერ იქნება ბრენდირებული, ამიტომ ყურადღებით დააკვირდით, რამდენჯერმე გახსენ-დაკეტეთ რომ დარწმუნდეთ ხარისხსა და მარტივ მოქმედებაში.
წყალგაუმტარობისათვის აუცილებელია ნაკერები იყოს დალუქული, ინგლისურად ამას seam seal ქვია. კარგ კარავს აუცილებლად ხარისხიანი დალუქვა უნდა ჰქონდეს წყალმედეგობის მისაღწევად. ამ იაფიან კარავს როგორც ხედავთ ქვედა ნაკერი მთლიანად დაუცველი აქვს.
ჩვენი პროექტის მხარდამჭერები არიან
ბავშვთა და ახალგაზრდობის ფონდი
https://www.facebook.com/fondi.ge/?fr...
საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაცია
https://www.facebook.com/Administrati...
საზოგადოებრივი ორგანიზაცია აისი
/ sazogadoebriviorganizatsiaaisi
ვიდეოს პროდიუსერი თინათინ მუმლაძე
ჩვენო ძვირფასო მაყურებლებო, იაქტიურეთ კომენტარებში, გამოგვიგზავნეთ თქვენი კითხვები და ის თემები რაზეც ისურევებდით ვიდეოს ხილვას და რაც მთავარია არ დაგავიწყდეთ ვიდეოს გაზაირება, ამით გვეხმარებით ეს პროექტი ერთად და ხანგრძლივად ვაკეთოთ.