რეგულაციები უცხოელი ტურისტებისთვის

08.06.2021 05:45

ვაქცინაციის გაფართოების და დაჩქარების ერთ-ერთი მთავარი მიზანი ტურისტების მოზიდვა და პანდემიის გამო ყველაზე მეტად დაზარალებული სფეროს აღდგენაა.

სახმელეთო და საჰაერო საზღვრები ღიაა ყველა ვიზიტორისთვის, რომელიც ქვეყანას ვაქცინის ორივე დოზის დამადასტურებელი საბუთით, ან „პისიარ“-კვლევის ნეგატიური პასუხით ესტუმრება. რეგულაციების შემსუბუქებამ და საკარანტინო რეჟიმის მხოლოდ ინდოეთიდან ჩამოსულ მოქალაქეებზე შენარჩუნებამ უკვე მოახდინა გავლენა ტურისტების რაოდენობაზე და ფრენების სიხშირეზე - განსაკუთრებით მეზობელი ქვეყნებიდან. ტურისტების მზარდი ნაკადების მისაღებად და ეპიდემიოლოგიური მდგომარეობის გაუარესების თავიდან ასაცილებლად რეგულაციების აღსრულების კონტროლი ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. 

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

გაზიარება:
SkillHub