საზღვრების კონტროლი და მთავრობის სამოქმედო გეგმა


ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა საგანგებო რეჟიმში მუშაობს.

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დაფიქსირების გამო საზღვრებზე კონტროლი მკაცრდება, მიღებულია დამატებითი პრევენციული ზომები. მაღალი რისკის შემცველი ქვეყნებიდან, ანუ ჩინეთიდან, სამხრეთ კორეიდან, იტალიიდან და ირანიდან ჩამოსული მოქალაქეები დღეიდან საეჭვო სიმპტომების შემთხვევაში სავალდებულო საკარანტინო წესებს ემორჩილებიან. ირანის შემთხვევაში ზომები კიდევ უფრო მკაცრია. ეს ნიშნავს, რომ ირანში ბოლო ორი კვირის განავლობაში ნამყოფი უცხოეთის მოქალაქე, საეჭვო სიმპტომების არქონის მიუხედავად, საქართველოში საერთოდ ვერ შემოვა.

ქვეყანა პანდემიური მზადყოფნის რეჟიმშია, თუმცა დაავადებათა კონტროლის ცენტრი ამ ეტაპზე ეპიდემიის საფრთხეს ვერ ხედავს. შექმნილია საგანგებო საკოორდინაციო საბჭო. იტალიასთან, სადაც ინფექციის კერაა, ავია-მიმოსვლა არ წყდება, თუმცა ფრენების სიხშირე მცირდება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან