თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო
საქართველოს მთავრობის მიერ საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში ზომების მნიშვნელოვანი გამკაცრების შესახებ მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თელავის და ახალციხის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწყო. მაღალი ეპიდემიოლოგიური რისკის გამო, პირთა გადაადგილების კონტროლისა და მოქალაქეთა ჯანმრთელობის მდგომარეობის შემოწმების მიზნით, ადგილზე შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები, თავდაცვის სამინისტროს წარმომადგენლებთან ერთად 24 საათიან რეჟიმში შეზღუდვების კონტროლს განახორციელებენ და ქალაქების ადმინისტრაციულ საზღვრებზე პირთა გადაადგილებას და საგანგებო მდგომარეობის გამკაცრებული პირობების შესრულებას უზრუნველყოფენ. ასევე, ადგილზე მოხდება მოქალაქეთა პირველადი თერმოსკრინინგი. შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომლები ადგილობრივ მოსახლეობას რეგულარულად, განუმარტავენ საკარანტინო შეზღუდვებს და საჭიროების შემთხვევაში მაქსიმალურად დაეხმარებიან. საქართველოს ტერიტორიაზე მყოფი ყველა პირი ვალდებულია, დაემორჩილოს საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სფეროში მოქმედ საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებს. საგანგებო მდგომარეობის ფარგლებში მიღებული გადაწყვეტილების მოთხოვნების აღსრულების მიზნით, თბილისის, ბათუმის, ქუთაისის, რუსთავის, ზუგდიდის, ფოთის და გორის შესასვლელებში საკონტროლო გამშვები პუნქტები დღეს, დილის 8 საათიდან მოეწყო. Facebook : https://www.facebook.com/MIAofGeorgia/ Twitter : https://twitter.com/MIAofGeorgia Myvideo : http://www.myvideo.ge/?user_id=1560804
შინაგან საქმეთა სამინისტრო-ის სხვა ვიდეოები
პოლიციის ფაილები - გამოძალვა
პოლიციის ფაილები - ორგანიზებულ დანაშაულთან ბრძოლა...
ბოლო ერთი კვირის განმავლობაში ამოღებულია კილო-ნახე...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ 7 ნარკორეალიზატორი დაა...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ გამოძალვის ბრალდებით ო...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ბოლო პერიოდში მომხდარი...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ ინტერნეტით ნარკოტიკები...
შინაგან საქმეთა სამინისტრომ „ქურდული სამყაროს'' წე...
მსგავსი ვიდეოები
ქვემო ბოლნისში დამატებითი საკონტროლო გამშვები პუნქტები მოეწ...
შინაგან საქმეთა სამინისტრო
„ინფორმირებული ახალგაზრდა ამომრჩეველი"
ტელეკომპანია თანამგზავრი
თბილისის საერთაშორისო თეატრალური ფესტივალი
culturegovge culturegovge
საქართველოს რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტა...
culturegovge culturegovge
მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი...
culturegovge culturegovge
მინისტრმა რეგიონების სახელოვნებო სკოლებს სამხატვრო ინვენტარი...
culturegovge culturegovge
#არჩევნები2020 წინასწარი მონაცემები რეგიონების მაჟორიტარულ ო...
პირველი არხი Georgian Public Broadcaster
ახალი შენობა
პირველი არხი Georgian Public Broadcaster