ევროკავშირის ლიდერების სამიტი


შეთანხმება ვერ შედგა - ევროკავშირის ლიდერებმა რუსეთთან სამიტის გამართვის საკითხზე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.

შვიდ წლიანი პაუზის შემდეგ მოსკოვთან უმაღლესი დონის შეხვედრის გამართვის ინიციატივა ევროკავშირის სამიტზე უთანხმოების მიზეზი გახდა. გაერთიანების წევრების ნაწილის მწვავე რეაქცია მოჰყვა გერმანიისა და საფრანგეთის ლიდერების მიერ შეთავაზებულ წინადადებას, რომელიც ვლადიმირ პუტინთან შეხვედრის გამართვას გულისხმობდა. განსაკუთრებით მკაცრი იყო აღმოსავლეთ ევროპის ქვეყნების პოზიცია, რომლებმაც რუსეთთან სამიტის გამართვის წინაპირობად კრემლის აგრესიული პოლიტიკის შეცვლა დაასახელეს. შეთანხმების ვერ მიღწევის მიუხედავად, ყირიმის ანექსიის გამო შეწყვეტილი რუსეთ-ევროკავშირის სამიტების განახლების საკითხი ევროკავშირის დღის წესრიგში მაინც რჩება.

ეწვიეთ ჩვენს საიტს - https://1tv.ge/
მოიწონეთ ჩვენი გვერდი - https://bit.ly/2WZv1qY
გამოიწერეთ ჩვენი არხი -    / georgianpb  
ვიდეო წარმოადგენს საზოგადოებრივი მაუწყებლის საკუთრებას.
მისი გავრცელება შეგიძლიათ მხოლოდ ბმულის გაზიარებით.
დაუშვებელია მასალის ჩამოტვირთვა და სხვაგან ატვირთვა,
ამ შემთხვევაში მაუწყებელი უფლებას იტოვებს მიმართოს შესაბამის ზომებს.

ვიდეოები „პირველი არხი Georgian Public Broadcaster"-ისგან